თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქზე“ წერს, რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვართ, ვერც ანა დოლიძეს და ვერცერთ ადამიანს, საკუთარი განსხვავებული აზრის გამო ვეღარავინ განდევნის.
მისივე თქმით, მეორე ტურში გასვლამ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ფიზიკური ტერორის შესაძლებლობა აღარ აქვს და სიტყვიერი ტერორით იკმაყოფილებენ ძალადობის ჟინს. მეორე ტურში გასვლამ საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინათ.
ხელისუფლების კრიტიკაში ანა დოლიძეს უკან არასოდეს დაუხევია. დღეს კი, როცა გამოდის და თავის პოზიციას, აზრს აფიქსირებს, ისეთს, რაც ვიღაცისთვისაა მიუღებელი, თავს დაესხნენ, როგორ გაბედა ჩვენი კრიტიკაო. მცდელობების მიუხედავად, არ იმალება ნაცებში ძალადობის მოთხოვნილება.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვართ და ვერც ანა დოლიძეს, და ვერცერთ ადამიანს, საკუთარი განსხვავებული აზრის გამო, ვეღარავინ განდევნის. ძალადობას საქართველოში მომავალი არ აქვს“, წერს კახა კალაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.