საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ასპინძის ყოფილი გამგებელი ლევან ცაბაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წარუმატებლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მხარდაჭერის გაზრდა განაპირობა.
ლევან ცაბაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და ეუბნება, რომ „რეგიონებში ისევ ის სახეები წამოასკუპეთ თავზე ადამიანებს, ვინც მიშას დროს სულს ხდიდა ადამიანებს, ვის მიმართ ზიზღი გააჩნდათ და ვინც ასოცირდება მიშას ხელისუფლებასთან. ასე რომ, უბრალო ამომრჩევლისთვის მიშა უკვე მოსულია“.
„ჩემი აზრი მაქვს ამ ყველაფერზე რაც არჩევნებზე მოხდა, ზუსტად ვიცი ძირითადი გამომწვევი მიზეზები ამ წარუმატებლობის, და ეს ამბავი დიდი ხანია უკვე მწიფდებოდა. ხალხს დღეს მიშას მოსვლით აშინებთ, როცა უბრალო ადამიანებს მიშა ხშირ შემთხვევაში თვალითაც არ უნახია ახლოდან, მაგრამ დღევანდელ მოცემულობაში უმეტესად განსაკუთრებით რეგიონებში ისევ ის სახეები წამოასკუპეთ თავზე ადამიანებს, ვინც მიშას დროს სულს ხდიდა ადამიანებს, ვის მიმართ ზიზღი გააჩნდათ და ვინც ასოცირდება მიშას ხელისუფლებასთან. ასე რომ, უბრალო ამომრჩევლისთვის მიშა უკვე მოსულია, ხოდა ბატონებო კანონის ფარგლებში კბილების ჩამოლეწვით ჯობია შიგნით ჯერ ჩვენს გუნდში დაკავდეთ, ჯერ იმათ დაალეწეთ კბილები, ვინც ამ მოვლენებს ხელი შეუწყო ამა თუ იმ კეთილდღეობის სანაცვლოდ... რა თქმა უნდა უამრავი მიზეზია კიდევ, მაგრამ ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებმა პრობლემამ მოთმინების ფიალა აუვსო ხალხს და შედეგმაც არ დააყოვნა. ყველაფერს ეშველება თუ ანალიზი სწორად გაკეთდება და საწრაფოდ გამოსწორებას დაიწყებთ“, მიიჩნევს ლევან ცაბაძე, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ასპინძაში მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს და მაღალი პროცენტული მაჩვენებლით მეორე ადგილზე გავიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.