მეორე ტურის წინ, „ქართულ ოცნებაში“ კიდევ უფრო მეტ შეცდომებს უშვებენ, აშანტაჟებენ მოსახლეობას, რომ არიქა, - „თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, ნაცები მოვლენო!“ - მატყუარები! - მოსაზრება
01-11-2018, 12:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქოცები, დღეს ასეთ გაჭირვებაში რომ არიან, აღარ იქნებიან მას შემდეგ, რაც მეორე ტურში სალომეს „გაყვანას“ და მის გაპრეზიდენტებას შეძლებენ, რასაც ხალხის „ფეხებზე დაკიდების პოლიტიკის“ გაგრძელება მოჰყვება, კოჰაბიტანტ და პორტირებულ ნაცებთან ერთად!

 


ამიტომ, არც ნაცი მინდა და არც ქოცი, არც ერთს არ მივცემ ხმას! ქართველ ხალხს, მართლაც ამოუვიდა ყელში ერთიც და მეორეც, სადისტი ნაციც და აფერისტი ქოციც, აღარ უნდა არცერთი და ელოდება „შველას“ - მესამე პოლიტიკური ცენტრისგან, რომელიც, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ აუცილებლად და უსწრაფესად შესაქმნელია! რეალურად, დღეს არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ქვეყანაში წინა „სარევოლუციო სიტუაციაა!“

 


დიახ, სწორედ ამ არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა თვალსაჩინო გახადა, - „მესამე ძალის“ ჩამოყალიბების აუცილებლობა! ჰოდა, დღეს თუ ადეკვატური არ იქნებიან, ქვეყანაში მოქმედი არა ქოცნაცური პოლიტიკური ძალები, მაშინ ქოც-ბიძინები და სააკაშვილ-ბოკერიას გაერთიანებული ნაცები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გარიგდებიან (აშშ-ის შუამდგომლობით) და კვლავ შექმნიან საპარლამენტო უმრავლესობას!

 


იმ შემთხვევაში, თუ ქოცები ვერ შეძლებენ, ხოლო ნაცები შეძლებენ მეორე ტურში გამარჯვებას, მაშინ ეროვნულ-პატრიოტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ჯგუფებმა, აგრეთვე ქართული სულისკვეთების არასამთავრობო ორგანიზაციებმა, - უნდა ჩავშალოთ ნაციონალი „პრეზიდენტობის კანდიდატის“ საინაუგურაციო ცერემონია! მხოლოდ ამგვარად, ღრმა პოლიტიკური კრიზისის პირობებში თუ მოვიშორებთ ნაც-ქოცურ ორხელისუფლებიანობას და ხალხის მასობრივი პროტესტის ფონზე, დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, - ახალი და სამართლიანი საარჩევნო კანონის საფუძველზე!

 


P.S. მეორე ტურის წინ, ქოცები „ბრინჯივით დაბნეულები“ არიან და კიდევ უფრო მეტ შეცდომებს უშვებენ, აშანტაჟებენ მოსახლეობას, რომ არიქა, - „თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, ნაცები მოვლენო!“ მატყუარები, როგორც პოლიტიკურად და ზნეობრივად ისე სამართლებრივად, - „ნაცების მოსვლა არა, კვახი!“ რას ეძახიან „ნაცების მოსვლას?“ იმას, რომ პრეზიდენტის მაქსიმალურად შეზღუდული უფლებამოსილებით მისი ადმინისტრაციის ოფისში შევა 100 დან - 300 მდე ნაცი თანამშრომელი?! კი მაგრამ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ქოცებისა არაა, ძალისმიერი სტრუქრურები მათია (შსს, პროკურატირა, სუს-ი), აგრეთვე, ადგილობრივი თვითმართველობები, მერები და საკრებულოები, ანუ საპირწონე „ორხელისუფლებიანობაც“ არ მყარდება მათ შორის! გაიხსენეთ, 2012-ის ოქტომბერში ჩვენი, ანუ ქართველი ხალხის და „მაშინდელი“ ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ, პარლამენტი და მთავრობა ქოცებმა ჩაიბარეს, ხოლო პრეზიდენტი და თბილისის მერი ნაცები იყვნენ და „რა ფეხები მოგვჭამეს?!“ იგივე იქნება ახლაც, სიამტკბილობაში იქნებიან, მითუმეტეს, რომ „საერთო პატრონი“ ჰყავთ, რომელიც დაინტერესებულია მათ „ერთად ყოფნაში“, რადგანაც - მესამე, არაკონტროლირებადი პოლიტიკური ცენტრის შექმნის პერსპექტივა აფრთხობთ... ამიტომაც, ახლა დადგა დრო და მომენტი, რომ ნაცებთან შეკრულ (კოაბიტირებულ-პორტირებულ) ქოცებს, ნაცებთან ერთად „დავემშვიდობოთ“, თუ არადა დაიმახსოვრეთ, - ეგენი ერთმანეთში „კიდევ არაერთხელ გარიგდებიან!!!“

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი