„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების“ კონფერენციის პირველ პანელზე „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავების“ შესახებ ისაუბრეს
01-11-2018, 15:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმში მიმდინარე „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების“ რიგით მე-12 კონფერენციის პირველი პანელი - „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავებას“ შეეხებოდა, რომელსაც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ მასპინძლობდა. სესიას მოდერატორობა პენ ბაიდენის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გაუწია. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნებმა, რომლებიც წნეხის ქვეშ არიან, მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განახორციელონ, მათ შორის სამხედრო მიმართულებით. ამ კონტექსტში მაიკლ კარპენტერმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მიმდინარე რეფორმები გამოყო და მათ სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო უწოდა.

 

 

პანელზე სიტყვით გამოსვლა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უსაფრთხოების განახლებული მიდგომის ფარგლებში თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები ორ ნაწილად - პოლიტიკურ და პრაქტიკულ მიმართულებებად დაჰყო. „ადექვატურად გვაქვს აღქმული უსაფრთხოების გარემო რეგიონში. ვთვლით, რომ ვიმყოფებით გეოპოლიტიკური კონკურენციის პირობებში, როგორც ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშია აღნიშნული და რომლის მთავარი გამოწვევაა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერება, ასევე აშშ-ის ლიდერი როლის გამოცოცხლება. ამ კონკურენციას აღვიქვამთ ორი - დემოკრატიულ და ავტორიტარულ სისტემებს შორის დაპირისპირებაში“, აღნიშნა ლევან იზორიამ და ხაზი გაუსვა არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების გამკლავების მიზნით ამ ქვეყნებისთვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებას, რაც ადექვატურად აისახა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში და სადაც საქართველოსაც აქვს განსაკუთრებული როლი. მინისტრის თქმით, ამავე დოკუმენტის თანახმად, მთავარი ამოცანაა ფრონტის წინა ხაზზე ერების ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ეს ყველაფერი კი ემსახურება წესებზე დაფუძნებული დასავლური სამყაროს შენარჩუნებას.

 

 

საქართველოსთვის უსაფრთხოების განახლებული მიდგომა სტრატეგიულ მზადყოფნაში გამოიხატება, რაც ჩვენი თვითრეალიზაციისა და განვითარების გზაა და გულისხმობს მეტ ნატოს საქართველოში.

 

 

პრაქტიკული თვალსაზრისით თავდაცვის მინისტრმა განხორციელებული რეფორმების ის მიმართულებები დაასახელა, რომელმაც საქართველოს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამაგალითო ქვეყნის სახელი მოუპოვა. ამ კონტექსტში ლევან იზორიამ გამოჰყო მთლიანი შიდა პროდუქტის თავდაცვის ხარჯებზე 2%-ის მიმართვა, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ის შეიარაღებაზე მიმართვა, შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, კონტრმობილურობის განვითარება, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება და სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარება. მინისტრის თქმით, ფოკუსირება ხდება ტერიტორიულ თავდაცვაზე და მრავალეროვნული ერთობლივი წვრთნებიც სწორედ, ამ პრინციპზე დაყრდნობით ტარდება. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაზე.

 

 

ლევან იზორიამ სამხედრო შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით ახალ ინიციატივებზეც გააკეთა აქცენტი და გადასროლისწინა მომზადების საქართველოში ჩატარებაზე ისაუბრა, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მეტ ნატოს საქართველოში.

 

 

არსებული საფრთხეების გამკლავებაზე იმსჯელეს ასევე, აშშ-ის ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის დირექტორმა ბრაიან ვიტმორმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა და უკრაინის ელჩმა საქართველოში იჰორ დოლჰოვმა.

 

 

უკრაინის ელჩმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა, განსაკუთრებით გამოყო რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული ქმედებები და აღნიშნა, რომ ეს მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას უქმნის საფრთხეს. ბრაიან ვიტმორმა კი, გამოწვევების კონტექსტში ჰიბრიდული საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

პანელზე მოხსენებისას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველო „წნეხის ქვეშ მყოფ“ ქვეყნად დაასახელა და ამის ერთ-ერთ მაგალითად ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია დაასახელა. ელიზაბეტ რუდმა საქართველო აშშ-ისთვის სტრატეგიული ინტერესის ქვეყნად დაასახელა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროგრამებსა და გლობალური უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი