პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გააანალიზა ის შეცდომები, რაც დაუშვა.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, არჩევნების შედეგებს „ხალხს არ ვაბრალებთ", რადგან პრობლემები და შეცდომები მმართველმა პარტიამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს.
„ვახდენთ ჩვენი რესურსის, ჩვენი პოტენციალის სრულ მობილიზაციას. ამის რესურსი გაგვაჩნია. ვაანალიზებთ იმ შეცდომას, რაც დავუშვით.... პრობლემები და შეცდომები ჩვენს თავში უნდა ვეძიოთ.... კომუნიკაციის პრობლემა იყო, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ჩვენს ამომრჩეველთან საკმარისად არ ვიმუშავეთ, ეს ჩვენი, თითოეული ჩვენგანის შეცდომა იყო. ბევრი სახელმწიფო საქმით ვართ დაკავებული, მე პირადად იმდენი სამსახურეობრივი საქმე მაქვს, მათ შორის, რაც თავდაცვას, უსაფრთხოებას შეეხება, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას შეეხება, მათ შორის, შეეხება ყოველდღიურ გამოწვევებს, რაც უსაფრთხოების სისტემაში არის, მე პირადად მაჟორიტარი ვარ ამასთანავე და არ მყოფნის დრო, რომ საკმარისად მქონდეს კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან. ეს მართლაც ჩემი პრობლემა არის და მე ჩემს ამომრჩეველს ამ მხრივ ბოდიში უნდა მოვუხადო", განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.