გიგა ბოკერია: გარდაუვალია ბიძინა ივანიშვილის გუნდის, „ქართული ოცნების“ გუნდის დამარცხება მეორე ტურში
01-11-2018, 19:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ დამარცხება გარდაუვალია.

 

 

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომის შესახებ.

 

 

არჩევნების მეორე ტურში „ევროპული საქართველოს“ მიერ  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაზე კითხვასთან დაკავშირებით, ბოკერია ამბობს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ თავიდანვე განაცხადა, რომ ყველა პროდასავლურ კანდიდატს დაუჭერდა მხარს.

 

 

„სკოლაშიც გვასწავლიდნენ იგავს – „მაოხრებელი გზირი“. გარდაუვალია ბიძინა ივანიშვილის გუნდის, „ქართული ოცნების“ გუნდის დამარცხება მეორე ტურში. სანამ ეს მოხდება, აბსოლუტურად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო განცხადებებით, მანამდეც აყენებენ ზიანს მოქალაქეებს. როცა მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამოქალაქო ომი იქნება, თუ მოიგებს ოპოზიციაო და ყველამ იცის, რომ ოპოზიციის გამარჯვება გარდაუვალია, ბუნებრივია, ეს ქმნის საფრთხის განცდას, რაც აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

 

 

„ასეთ საკითხებზე ჩვენ ამომრჩევლებს წინასწარ ვაფრთხილებთ. გვქონდა გაცხადებული, რომ ყველა პროდასავლურ კანდიდატს დავუჭერდით მხარს, მით უმეტეს, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ეს სიურპრიზი არ იყო ჩვენი ამომრჩევლისთვის. ჩვენ შეთანხმებაც კი გავაფორმეთ „ევროპის სახალხო პარტიის“ ქოლგის ქვეშ, რომ სწორედ ასე მოვიქცეოდით“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი