საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ილია წულაიამ განაცხადა, რომ ყოველდღიურად ჩავებმებით წინასაარჩევნო კამპანიაში და აქტიურად ვიმუშავებთ, რათ კარგად ავუხსნათ მოქალაქეებს ჩვენი სათქმელი. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა საკუთარი შეცდომები დაინახა. ყველა მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარ უბანსა და რაიონში შეხვდება ამომრჩეველს.
„ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ეს არის ბრძოლა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მთელი რესურსით, თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად ჩავერთვებით კამპანიაში, რათა მოსახლეობასთან მივიტანოთ ჩვენი სათქმელი..
კარგად დავინახეთ, რომ ჩვენც დავუშვით შეცდომები, შეიძლება, რაღაცები არასწორად აღვიქვით. ამიტომ ეს იქნება ჩვენთვისაც კიდევ უფრო კარგი მაგალითი, რომ მოსახლეობასთან თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა დეპუტატმა, საკრებულოს წევრმა იმუშაოს, კარგად გაიგოს ჩვენი მოსახლეობის პრობლემა, კარგად აუხსნას ჩვენი სათქმელი, ჩვენი ამომრჩევლისა და თითოეული მოქალაქის პრობლემა გადავწყვიტოთ და მაქსიმალურად ვიმუშაოთ მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
ორშაბათიდან იქნება შეხვედრები. მანამდე მოსამზადებელი სამუშაო იქნება და თითოეული დეპუტატი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი თბილისში, ჩემს უბანში ვიმუშავებ. ყოველდღიურად ჩავებმებით და აქტიურად ვიმუშავებთ, რომ კარგად ავუხსნათ მოქალაქეებს ჩვენი სათქმელი“, განაცხადა ილია წულაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.