ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს
01-11-2018, 21:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილის, გია გულორდავას ადვოკატმა, ზაქრო გვიჩიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა უკვე დატოვა.

 

 

ზაქრო გვიჩიანის განცხადებით, გულორდავა თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. გია გულორდავას ბრალს ხვალ ან ზეგ წარუდგენენ. სწორედ ამის შემდეგ გადასცემენ ადვოკატს საქმის მასალებს.

 

 

„მე შევხდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ის ბრალს არ აღიარებს. ამ ეტაპზე მას აქვს ბრალდებულის სტატუსი. ბრალი არ არის ჯერ წარდგენილი, მტკიცებულებებს ჯერ არ გავცნობივარ, ბრალის წარდგენის შემდეგ მოხდება სრულად მასალების გადმოცემა. პოზიციას რაც შეეხება, ის იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას ედავებიან ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით. ჩემთვის როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გია გულორდავა იყოს დაკავებული და შემდგომში ცნობილი ბრალდებულად", განაცხადა ზაქრო გვიჩიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი