აკაკი მინაშვილი: არ გამოვრიცხავ, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას საფუძვლად ხელისუფლების პერსონალური ინტერესები ედოს
07-07-2015, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აკაკნი მინაშვილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის თემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს აკრძალვა საზოგადოების მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.


„დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ამ უნიათო მთავრობის ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გააჟღერა და მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვას ეხება. მთელი 2 წლის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ ქვეყნის განვითარებაზე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე იზრუნოს, მთავარ ფოკუსს დამატებითი შეფერხებებისა და პრობლემების შექმნაზე აკეთებენ.


იცით, რომ ავტომანქანები მხოლოდ კომფორტის საშუალება არაა და მას საქართველოში შემოსავლის დატვირთვაც აქვს. ეს რეგულაცია კი, კიდევ უფრო დუხჭირს გახდის ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას.

 


არ გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ხელისუფლების წარმომადგენლების პერსონალური ინტერესები ედოს. ეს არის მოსახლეობისთვის დამატებით შექმნილი პრობლემები იმის ფონზე, რომ ქვეყანაში გაჩერებულია უამრავი პროექტი, არაა სამუშაო ადგილები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ლარი დღითიდღე უფასურდება.

 

 

მთავრობამ კი ამ 2 წლის განმავლობაში, არათუ იზრუნა საკუთარ მოქალაქეებზე, არამედ პირიქით - ისინი დაკავებულები არიან საკუთარ კეთილდღეობასა და ნათესავებზე ზრუნვით. პრობლემებს უქმნიან მოსახლეობას იმისთვის, რომ თვითონ ცხოვრობდნენ კარგად და ყველა დანარჩენს საქართველოში უჭირდეს. ასეთ ადამიანებს ხელსუფლებაში ყოფნის შანსი არ აქვთ. მათ ძალიან მალე მოუწევთ იმ პოზიციების დატოვება, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი