ია მეტრეველი: „ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია იყო - ამ ხელისუფლებას აქვს შეცდომები და იმ ხელისუფლებას აქვს გამოუსწორებელი დანაშაულები
01-11-2018, 22:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის განსხვავება დიდია, თუმცა აღნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ არ გამოიძია ის საქმეები, რის პირობასაც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში დებდა. ია მეტრეველის აზრით, ამის მიუხედავად შეცდომები გამოსწორებადია, „ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომა კი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია იყო.

 

 

„ამ ხელისუფლებას აქვს შეცდომები და იმ ხელისუფლებას აქვს გამოუსწორებელი დანაშაულები. ამ ორში განსხვავება იცით რა არის? შეცდომის გამოსწორება შეიძლება, ნეტა ჩემს უბედურებაშიც შეცდომა იყოს, მაგრამ საუბედუროდ დანაშაულის გამოსწორება არ შეიძლება. დანაშაულზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. იმ ბიჭების სურათები ისევ გვიყურებენ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში ყოფნის დროს ხელში ეჭირა, თუმცა დღემდე გამოუძიებელია, ასე არ უნდა მომხდარიყო. ეს არის კოჰაბიტაცია და საზოგადოებაც არ უნდა გავჩერებულიყავით. არ შეიძლება, როცა ამხელა სისტემურ დანაშაულებთან გვაქვს საქმე და ისეთი დამნაშავეები, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ყველაფერი ასე შერჩენოდათ და პასუხი არ ეგოთ მათ“, განაცხადა ია მეტრეველმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი