მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში სამი ადგილით დაწინაურება და მე-6 ადგილზე გასვლა მსოფლიოში - ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს რეიტინგი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული შესწავლაა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგის შეფასებისას.
„სასიხარულოა, რომ წელს მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაგვიფასდა რამდენიმე რეფორმა. მაგალითად: ჩვენ განვახორციელეთ რეინვესტირებული კაპიტალის გადასახადისგან განთავისუფლების რეფორმა. ასევე ძალიან გავამარტივეთ დღგ-ს გადამხდელთა რეგისტრაციის პროცედურები, ესეც საკმაოდ პოზიტიურად აღინიშნა, ასევე სერიოზული წინსვლა სასამართლო სისტემაში, კერძოდ, ჩვენ შემოვიღეთ მოსამართლეთა შორის საქმეების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადანაწილების წესი, რაც, სერიოზულად ამცირებს სუბიექტივიზმს და აძლიერებს ჩვენს სასამართლო სისტემაში ხარისხიანი გადაწვეტილებების მიღების შესაძლებლობებს“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უპრეცენდენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია 3 ადგილით გაუმჯობესდა, ხოლო სარეიტინგო ქულა - 0.48 პუნქტით და შედეგად, ქვეყანას 2019 წელს ისტორიული მაქსიმუმი - 83.28 ქულა აქვს.
2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ დასახელდა, როგორც ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების კუთხით.
საქართველოს წლევანდელი წარმატება განაპირობა ქვეყნის მთავრობის ეფექტიანმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული სამი რეფორმით - ბიზნესის დაწყება, გადასახადების გადახდა და კონტრაქტების აღსრულება საქართველო მსოფლიოში კვლავ ინარჩუნებს რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს.
ინფორმაციას ეკონიმიკის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.