პროექტის „ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია“ წარმატებით დასრულებას 1-ელ ნოემბერს კონფერენცია მიეძღვნა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ გახსნა. პროექტი დანიის სამეზობლო პროგრამის „საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის მხარდაჭერის“ ფარგლებში განხორციელდა.
პროექტი ჩატარდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტისა და ახალციხის, ბოლნისის, ზუგდიდის, ქუთაისის, რუსთავის მუნიციპალიტეტებისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. შედეგად, 65 საზოგადოებრივ შენობაში ჩატარდა ენერგომონიტორინგი, 40-მა სპეციალისტმა გაიარა ენერგოაუდიტორთა მომზადების პრაქტიკული კურსი, ხოლო 50 საზოგადოებრივ შენობაში ჩატარდა ენერგოაუდიტი.
გარდა ამისა, 66 შენობის მენეჯერმა ახალციხის, ბოლნისის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან მონაწილეობა მიიღო ცნობიერების ამაღლების კამპანიასა და ენერგომონიტორინგის დანერგვაში. შენობების მართვისა და ექსპლუატაციის პროცესში ენერგოეფექტური ღონისძიებების წარმატებით დანერგვისათვის, ცნობიერების კამპანიაში ჩართული შენობების მენეჯერებს გადაეცათ ჯილდოები.
პროექტების მსვლელობისას მიღწეული შედეგების გარდა, დასკვნით კონფერენციაზე განხილულ იქნა საქართველოში ენერგოეფექტური ღონისძიებების დაფინანსების სამომავლო ნაბიჯები.
აღსანიშნავია, რომ დანიის სამეზობლო პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის (NEFCO), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მიერ. ისსაქართველოში ენერგოეფეტურობისა და განხლებადი ენერგიების განვითარებას ისახავს მიზნად.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.