სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი: რატომ უნდა აიძულონ ლაშა გოგიას ლევან შონიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა? - მე კეთილსინდისიერად ვემსახურე რეგიონს და ქვეყანას
02-11-2018, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიას მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, სისულელეს უწოდებს.

 

 

შონიამ „რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახურა.

 

 

„რატომ უნდა აიძულონ ლაშა გოგიას ლევან შონიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა - მე კეთილსინდისიერად ვემსახურე რეგიონს და ქვეყანას", აცხადებს ყოფილი გუბერნატორი.

 


შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა, რომ მოხდეს მისი დაკავებაც, შონია ასე პასუხობს:

 

 

„რატომ უნდა დამაკაონ, არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია".

 

 

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე მერი გია გულორდავა სუს-მა გუშინ, 1 ოქტომბერს დააკავა. მათ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი