ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამუშაოების 90 პროცენტი შესრულებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კახა კალაძემ განუცხადა.
როგორც კალაძემ უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღეს მოისმინეს, თუ რა მდგომარეობაა სამუშაოების კუთხით.
"თქვენ იცით, რომ პრემიერის დავალებით შეიქმნა ეს სამთავრობო კომისია, რომ ჩვენ მოგვეწესრიგებინა დინამო-არენა, რათა ასეთი მაღალი დონის შეხვედრას ღირსეულად დავხვედროდით. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისგან ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან აღელვებს ქართველ გულშემატკივრებს. ეს არის ბილეთებთან დაკავშირებით არსებული პრობლემა. მათ გვითხრეს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბილეთების გაყიდვა მოხდება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 22 ათასი ბილეთი გაიყიდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. მან შეახსენა გულშემატკივრებს, რომ ბილეთების ყიდვისას თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობები, ID ბარათები ან პასპორტები. ერთ ადამიანს კი მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება.
"90 პროცენტი სამუშაოების შესრულებულია. ეს იყო შესასვლელი ტურნიკეტები, განათება, რომელიც არის ძალიან მაღალი დონის, ასევე კამერები უსაფრთხოების მიზნით, ასევე ტაბლო, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო, ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული ხაზი, გასახდელების მოწყობა, 15-20 ივლისისთვის ყველა სამუშაო იქნება დასრულებული", - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.