გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტიდან უკან გაიწვიოს მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი
02-11-2018, 13:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტიდან უკან გაიწვიოს მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 


„ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დღევანდელი შეხვედრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მარიხუანასთან დაკავშირებული ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც მთავრობამ  წარადგინა. პირველი, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რეგულირების ნაწილი, რომელიც პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს, როგორც უსაფრთხოების, ისე რეგულირების ნაწილში, ასევე მეორე ნაწილი, რომელიც გახლდათ კულტივაციის თემა, სამედიცინო მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, კონტექსტი არსებობს, ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც დაედო ამ საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ერთმნიშვნელოვნად ჩვენთვის ძალზე დიდი ფაქტორია, რომ ამ კანონის ირგვლივ მოხდეს კონსენსუსი. ამ კონსენსუსი მიღწევა ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არჩევნების მათ შორის, ამ ეტაპზე შეუძლებელია და იმ საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს კანონპროექტი გამოვიტანოთ. ეს იყო დღეს პატრიარქთან შეხვედრის ძირითადი თემა. რა თქმა უნდა, ეს იყო საპატრიარქოს და პატრიარქის პოზიციაც და ჩვენ დავთანხმდით, რომ ამ კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს [პარლამენტიდან]“, განაცხადა მინისტრმა გახარიამ. 

 

 

კომენტარები: 2
#2   maka
      
saertod ratom unda mosvlodat aseti azri aseti girseuli carsulis mqone qveyanashi.gvtismshoblis cilxvedr dovlatian qveganashi.xalxis azrs unda sces yvelam pativi.xom xedaven xalxis gareshe 0 arian.da sulelic aravin araa.
2 ნოემბერი 2018 07:34
#1  მერი ფიცხელაური
      
მივესალმებით სწორი გადაწყვეტილებაა
2 ნოემბერი 2018 04:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი