„ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს, ენზელ მკოიანს, რომლის ძალისხმევითაც ნინოწმინდასა და ახალქალაქში საკმაოდ მაღალი შედეგი დაფიქსირდა. ენზელ მკოიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და მას ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს“, განაცხადა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჰომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კობახიძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე პროვოკაცია მოაწყო და ამას მოჰყვა ყველაფერი“.
„ჩვენ სრულ თანადგომას ვუცხადებთ ენზელ მკოიანს. იყო ძალიან მაღალი შედეგი ახალქალაქში, ნინოწმინდაში, რამაც ბუნებრივია, გააღიზიანა ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და ისინი ცდილობენ ერთგვარი შეტევის მიტანას ახალქალაქზე, ნინოწმინდაზე. ამისთვის იყენებენ ისინი არასწორ მეთოდებს. ამ არასწორი მეთოდების შედეგი იყო მათ შორის ის სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მოხდა ახალქალაში. თანადგომას კიდევ ერთხელ ვუცხადებ ენზელ მკოიანს და რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ კიდევ ერთხელ განმეორდება ის მაღალი შედეგი და კიდევ უფრო მაღალი შედეგი, რომელიც დაფიქსირდა ახალქალაქსა და ნინოწმნიდაში. ენზელ მკოიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი. მას აქვს სრული თანადგომა ჩვენი მხრიდან“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იმასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ კი, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი ახალქალაქში, ირაკლი კობახიძემ თქვა: „ამაზე საბოლოო პასუხს გასცემს რა თქმა უნდა სამართალდამცავი ორგანო. რაც შეეხება ჩვენს ინფორმაციას და ეს ინფორმაცია დასტურდება მტკიცებულებებით, კონფლიქტი დაიწყო სწორედ ნაცმოძრაობამ, რომელმაც პროვოკაცია მოაწყო ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე და ეს იყო რეალურად ამ პროვოკაციის საფუძველი. შესაბამისად, მოვუწოდებ ნაცმოძრაობას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ასეთ პროვოკაციებს ექნება ძალიან მკაცრი პასუხი კანონის ჩარჩოებში“.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის დაბრუნების შანსი არ არსებობს და ამის საფუძველი არის საზოგადოების განწყობა და ამას დავინახავთ მეორე ტურში. მისი თქმით, "რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გამორიცხულია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.