ხონის ა(ა)იპ კომუნალურმა სამსახურმა სოფელ დედალაურის გზაზე უკანონო ნაგავსაყრელი დაასუფთავა. აქციაში მონაწილეობა ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც მიიღეს.
„ვცდილობთ, მოვიცვათ ქალაქის და სოფლების ყველა ქუჩა, სადაც მსგავსი უკანონო ნაგავსაყრელებია. თუმცა, დამეთანხმებით, რომ მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი. ძალიან დიდი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე ვდგავართ და მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს არ დაყარონ ქუჩაში ნარჩენები, ერთად ვიზრუნოთ გარემოზე", აღნიშნა კომუნალური სამსახურის უფროსმა, აკაკი გოფოძემ.
ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.