პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს და დარწმუნებით ამბობს, რომ „ამის გარანტია არის საზოგადოების განწყობა“, რაც მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოჩნდება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოება დადგეს იმ იდეის გვერდით, რასაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობის არდაბრუნება. რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის დაბრუნების შანსი რეალურად არ არსებობს და ამის გარანტია არის საზოგადოების განწყობა და ამას ჩვენ დავინახავთ, რა თქმა უნდა, არჩევნების მეორე ტურში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან გამართული შეხევდრის დასრულების შემდეგ და შეკითხვის - რამდენად მოსალოდნელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები? - საპასუხოდ თქვა: „რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არის გამორიცხული. ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.