მამუკა ბახტაძე - სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ 5-ჯერ მეტ დახმარებას
02-11-2018, 15:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ 5-ჯერ მეტ დახმარებას, ეს სოციალური დახმარება 50 ლარამდე გაიზრდება.

 

 

აღნიშნულ საკითხზე განცხდება ბახტაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.

 

 

„UNICEF-ისრეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სისტემა, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება. შემოგვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები, მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ 5-ჯერ მეტ დახმარებას, სოციალური დახმარება 50 ლარამდე გაიზრდება.

 

 

აღნიშნული ინიციატივა შეეხება ჩვენს 140 000-მდე ბავშვს. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მეტად ბავშვები იყვნენ დაცული და მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები, ღირსეული მომავალი.... საქართველოს მთავრობის აღნიშნული ინიციატივა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. რამდენიმე დღის უკან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენი პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთ ეტაპზე, შესაბამისად, ეს გახდება ჩვენი ბიუჯეტის ნაწილი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლეგები პარლამენტში ამ ინიციატივას აუცილებლად მხარს დაუჭერენ", განაცხადა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი