პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და მისი მოადგილისმ, გია გულორდავას დაკავებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სანამ გამოძიება არ დასრულდება, ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ სამართლებრივი შეფასება მივცე ამ მოვლენას.... გამოძიება დაწყებულია გაცილებით ადრე და შესაბამისმა ორგანოებმა ამის შესახებ განცხადება გაცილებით ადრე გააკეთეს, არჩევნებამდე. შესაბამისად, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას არჩევნების პირველ ტურთან? - არავითარი. ეს არის სამართლებრივი ჩარჩო, რითაც ხელისუფლება უნდა ხელმძღვანელობდეს.
თუ ადამიანის წინააღმდეგ არსებობს სამხილები, გამოძიება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და შედეგიც რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს..... მაგრამ ამის დაკავშირება არჩევნებთან, ეს არის სრულიად საფუძველს მოკლებული. მაშინ, ეს ყველაფერი მოხდება არჩევნების შემდეგომ, ან არჩევნებამდე მოხდებოდა და დასრულდებოდა. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა იყოს ქართულ საზოგადოებაში იმის მიუხედავად, არის თუ არა არჩევნები. თუ დაემთხვევა გამოძიების დაწყება რაღაც თარიღს, ეს არის სუფთა პროცედურული საკითხი, მთავარია, ასეთ შემთხვევებზე საქართველოში იყოს უმკაცრესი რეაგირება“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.