„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა გოგიას პატიმრობაში აყვანა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნების წაგებას უკავშირდება და ამით, ვაშაძის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ გზავნილი მიაწოდა სხვა რეგიონების შტაბების ხელმძღვანელებსაც, რომ ციხეში აღმოჩნდებიან, თუკი ისინი ვერ მოიგებენ არჩევნებს და ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის შემთხვევაშიც.
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კორუფციული ფაქტი. ყველამ იცოდა, რომ თავის კაბინეტში ადამიანი, ჩანაწერია, როგორ ართმევს ფულს. ყველამ იცოდა, რომ კორუმპირებული... ჩვეულებრივი, ძალიან მსხვილი კორუფციული ფაქტი იყო. როგორც ჩანს, ამ ადამიანს [ლაშა გოგიას] დაუყენეს ძალიან მარტივი პირობა: ‘მოიგებ არჩევნებს, არ ჩაჯდები ციხეში, წააგებ არჩევნებს, ჩაჯდები ციხეში’. და ამ კაცს დააბრალეს ახლა, ამ ადამიანს, რომ ზუგდიდში წააგო არჩევნები და ამიტომ ჩასვეს ციხეში. ამით გზავნილს ეუბნებიან ყველას, რომ ყველას ჩაგსვამთ ციხეში, ვინც არ მოიგებთ არჩევნებს. ზუსტად იგივე იყო ენზელ მკოიანის შემთხვევაში. ენზელ მკოიანს უთხრეს, რომ 92% უნდა დაწერო „ქართული ოცნებისთვის“ ახალქალაქში. ვერ დაწერა ენზელ მკოიანმა, ზუსტად იგივე ზარები წავიდა ენზელ მკოიანზე, რატომ ვერ შეასრულე შენი დავალება და რა გააკეთა ენზელ მკოიანმა? თავისი ბანდფორმირება გამოიყვანა და დაულეწა თავ-პირი ჩვენი შტაბის წევრებს და ახლა ამაზე გვეუბნებიან, რომ იცით რა, აი, შევისწავლით. ვიძიებთ ყველაფერს, ყველა მტკიცებულება გვაქვს. ეს არის მათი მოქმედება, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ აბსოლუტურად მშვიდად უნდა შევხვდეთ და ერთ რამეს ვერ მიხვდნენ კაცო. იმ კაცის ბრალი კი არა არის, ვინც შტაბის უფროსი იყო, იმ ლიდერების ბრალია, რომლებმაც ქვეყანა უბედურებაში ჩააგდეს და ეს არაფორმალური მმრათველობა აქვთ ქვეყანაში და მართლა თავის ჰგონიათ სახელმწიფო კი არა, თავისი თავი ჰგონიათ სახელმწიფო. ეს ეშლებათ ხომ? მე ქართულ ოცნებაში მყოფ ყველა ღირსეულ ადამიანს მივმართავ, დადგა დრო, თქვენ შეგიძლიათ... დავდგეთ ერთად. გადავშალოთ ეს უბედური ფურცელი. ვიცით, რომ ბევრი ხართ წნეხში და უბედურებაში“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.