წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყალში თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი გაიხსნა. სპორტულ მოედანზე შესაძლებელია ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მატჩების გამართვა. მოედნის მოსაწყობად 49 ათასი ლარი დაიხარჯა.
ახალ სპორტულ მოედანზე სიმბოლური მატჩი გაიმართა, რომელსაც იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, წყალტუბოს მუნიცპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ახალაძე, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტის უფროსი მამუკა ჩხეტიანი ესწრებოდნენ.
„ჯანსაღი მომავალი თაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანის გახსნა სოფლად განსაკუთრებით სასიხარულია, აქ შესაძლებელია სხვადასხვა ტურნირების მოწყობა, რომელშიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩაერთვებიან ახალგაზრდა სპორტსმენები’’, განცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ალექსანდრე დადუნაშვილმა
სოფელ გუბისწყალზე სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები ბოლო 30 წელია არ ჩატარებულა, პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნური საფარი, მოწესრიგდა მოედნის ეზო, შეძენილ იქნა სპორტული ინვენტარი.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.