შეიძლება, ვიმსჯელოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად, ნარკოტიკული პოლიტიკა“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპატრიარქოში, კათოლიკოს-პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ დაიწყება კონკრეტული მსჯელობა ამ სფეროს რეგლამენტაციასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვქონდა ასევე სხვა საკითხებზე მსჯელობა. ასევე, გვქონდა საუბარი, ზოგადად, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ მიმართულებით. არსებობდა გარკვეული მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს როლის თაობაზე და ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ აუცილებლად დავიწყებთ ძალიან კონკრეტული სახით მსჯელობას შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ზოგადად ამ სფეროს რეგლამენტაციას. შესაბამისი სფეროს რეგლამენტაციას და ასევე, შეიძლება ვიმსჯელოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად, ნარკოტიკული პოლიტიკა. ეს არის ასევე პრინციპული გადაწყვეტილება. უახლოეს დღეებში დაიწყება ასეთ კანონპროექტზე მსჯელობა. კიდევ ერთხელ, მიმართულება არის ეს, ნარკოპოლიტიკის ჩარჩოებში მოქცევა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებების ჩარჩოებში მოქცევა. როგორ მოხდება ეს და რა ფორმით, ეს არის, რა თქმა უნდა, ტექნიკის საქმე. თუმცა, პრინციპული გადაწყვეტილება ამაზეც არის მიღებული“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.