საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩები დანიშნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თამუნა ლილუაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ბულგარეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 20 ნოემბრიდან შეუდგება, გიორგი შარვაშიძე მუშაობას ნიდერლანდების სამეფოში 2018 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყებს, ვახტანგ ჯაოშვილი საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება, ზაალ გოგსაძე უნგრეთში მუშაობას 2018 წლის 1 ნოემბრიდან შეუდგება, მარიამ რაქვიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან დაიწყებს, კონსტანტინე სურგულაძე იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგება, ირაკლი კოპლატაძე სლოვენიის რესპუბლიკაში მუშაობას 2018 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყებს, არჩილ კალანდია კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება.
გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრა გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.