არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო ის უღირსი კამპანია, რომელსაც აწარმოებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი საარჩევნო შტაბი თითქმის ქვეყნის მასშტაბით, არაერთ რეგიონში ჩვენი მხარდამჭერების მიმართ, განაცხადა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
„ეს არის რეალურად ძალადობრივი კამპანია: თავდასხმები, შეურაცხყოფა. ის, რასაც რეალურად საზოგადოებამ უთხრა უარი 2012 წელს და არც მომავალში არ აპირებს საქართველო, რომ აირჩიოს ეს სტილი შეურაცხყოფის და დაპირისპირების.
ვხედავთ, რომ მედიით, ასევე სოციალური მედიით არის თავდასხმები და პიროვნული შეურაცხყოფა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და პირველი ტურის შემდეგ მათ აქტიურად დაიწყეს ზუსტად ამ მეთოდების გამოყენება.
კიდევ ერთხელ საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ექცევა „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულ აზრს და მათი ცრუ დაპირება, რომ ისინი შეიცვალნენ და მათ თითქოს ღირებულებები შეიცვალეს, რეალურად დღეს ჩანს, რომ არის სიცრუე.
ამიტომ მინდა მივმართო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ყველა იმ წერტილში, სადაც ეს ადამიანები ეცდებიან შეურაცხყოფა მოგაყენონ, სადაც ეს ადამიანები ეცდებიან, რომ თავისი ძველი ხელწერით გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე და მიიღებთ ძალიან პრინციპულ პასუხებს იმ თავდასხმებზე და იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც თქვენს მიერ ამ დღეებში არის გამოვლენილი", განაცხადა თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.