არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ამომწურავი არგუმენტები, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტი გაწვეული იყოს პარლამენტიდან
02-11-2018, 17:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების" გუნდთან შეხვედრისას დააყენა საკითხი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ და როგორც თალაკვაძე ამბობს, ზურაბიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამომწურავი არგუმენტები ჰქონდა.

 

 

„საზოგადოების და ეკლესიიის პოზიციის დაფიქსირებისთანავე, პარლამენტმა შეაჩერა კანაფის წარმოების კანონპროექტის განხილვა, ჩვენ მაშინვე დავაფიქსირეთ პრინციპული პოზიცია, რომ რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის გარეშე, არანაირი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ამასთან დაკავშირებით.

 

 

მაგრამ დღეს როდესაც სხვადასხვა კონოტაცია ამ პროექტს და მათ შორის, გადამწყვეტი იყო ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ქართული ოცნების გუნდთან შეხვედრაზე პრინციპულად დააყენა ეს საკითხი და მას ჰქონდა ამომწურავი არგუმენტები, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ გაწვეული იყოს ეს პროექტი პარლამეტნიდან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გავიწვიოთ პარლამენტიდან.

 

 

დღეს, როგორც იცით შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, პარლამენტის თავმჯდოამრე შეხვდა ასევე პატრიარქს და ეს პოზიცია იქნა კიდევ ერთხელ განხილული და დადასტურებული.

 

 

მე კიდევ ერთხელ გუნდის სახელით გიდასტურებთ, რომ კანაფის წარმოები კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან ს შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული", განაცხადა თალაკვაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი