„სვანეთი ჰიდრო“ მესტიაში ახალგაზრდების განათლების მხარდასაჭერად სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებას განგრძობს.
მესტიის მერიის ცნობით, კომპანიამ მესტიის მეორე საჯარო სკოლაში განახლებული ბიბლიოთეკა სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად საზეიმოდ გახსნა.
განახლებული ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმარი, მწერალი დათო ტურაშვილიც ესწრებოდა.
მწერალი მოსწავლეებს წიგნის სიყვარულზე და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი თქმით, „წიგნის ალტერნატივა არ არსებობს“.
მესტიის მერიის ინფორმაციით, ბიბლიოთეკა სივრცის სარეომონტო სამუშაოების გარდა, ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა, წიგანდი ფონდი სრულად განახლდა, ადაპტირდა ელექტრონული კატალოგი და ბიბლიოთეკარი გადამზადდა. განახლებული ბიბლიოთეკის რესურსი თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება მესტიელი მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის.
„მესტიის ბიბლიოთეკა კომპანია „სვანეთი ჰიდრომ“ ქართული წიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით განაახლა.
კომპანიამ ბიბლიოთეკის განახლებისთვის 50 000 ლარზე მეტი გამოყო.
აღსანიშნავია, რომ დღემდე კომპანიამ „სვანეთი ჰიდრო“ 1 მლნ ლარზე მეტის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განახორციელა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ დათო ტურაშვილი მესტიის # 1 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მან მოსწავლე ახალგაზრდებთან საჯარო ლექცია გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მწერალმა მოსწავლეებს საკუთარი წიგნები გააცნო. მან ასევე ლიტერატურის, ქართული მწერლობის და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესოდ ჩაიარა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მწერალმა შეხვედრის მონაწილეებს და მესტიის სკოლების ბიბლიოთეკებს საჩუქრად საკუთარი წიგნები ავტოგრაფით გადასცა“, აღნიშნულია მესტიის მერიის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.