„როგორც ჩანს, ლევან ბერძენიშვილმა და ამ პარტიის ლიდერებმა დაიჯერეს სააკაშვილის მიერ თავზე ხელის გადასმა და მათთვის ეს აღმოჩნდა უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე თავისუფლება, დემოკრატია და ის პრინციპები, რისთვისაც თავის დროზე, ოპოზიციაში ყოფნის დროს „ქართული ოცნება“ და მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილს“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, საზოგადოება რესპუბლიკელების ამ გადაწყვეტილებას მეორე ტურში შეაფასებს.
„ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ახლა მიიღეს „რესპუბლიკელებმა“ ეს გადაწყვეტილება. არაერთხელ იყო რესპუბლიკელებზე თავდასხმა სააკაშვილისა და მისი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის გაუგებარია მათი ეს პოზიცია და ვფიქრობ, ეს არ არის ამ პარტიის პრინციპული პოზიცია. არ ვფიქრობ, რომ მცირე და დაბალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების განცხადებები რამეს გააძლიერებს ან შეასუსტებს. რესურსების ბალანსი არ იცვლება. „ქართული ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ექნება ბევრად მაღალი შედეგი მეორე ტურში“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.