თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფანჩულიძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა არჩილ ქოჩიაშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვახტანგ იამანიძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ნავენახევის მღვიმის ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარით იყო დაფინანსებული, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.
ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხ დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.
„დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, რომელიც მალე დასრულდება და მერიის მიერ მოხდება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაკვეთით შპს „მტმ“-ს მიერ ჩატარებული ტურისტული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. ნავენახევის მღვიმე, რომელიც წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა, ახლო მომავალში ისევ ტურისტულად აქტიური ზონა გახდება. ჩვენი, ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანია, განვავითაროთ ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება“, აღნიშნა მანუჩარ ფანჩულიძემ.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.