კურორტ წყალტუბოს ბალნეოლოგიური ზონა დაათვალიერა მსოფლიო კურორტოლოგიის და კლიმაქტოლოგიის ფედერაციის 22 ქვეყნის 50-ზე მეტმა წარმომადგენელმა
02-11-2018, 17:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიო კურორტოლოგიის და კლიმაქტოლოგიის ფედერაციის 22 ქვეყნის 50-ზე მეტმა წარმომადგენელმა კურორტ წყალტუბოს ბალნეოლოგიური ზონა დაათვალიერა. სტუმრებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი შეხვდნენ.

 


როგორც „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითრების ცენტრის“ დირექტორმა სალომე ქუთათელაძემ აღნიშნა, საქართველო ამ ფედერაციის წევრი გასულ წელს გახდა და წელს კონფერენციის ჩატარება ჩვენ ქვეყანაში (ბათუმში) დაიგეგმა.

 


კონფერენციაზე წყალტუბოს როგორც ბალნელოგიური კურორტის და სამკურნალო წყლის უნიკალურობის შესახებ პრეზენტაციები N2 ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრმა „Tskaltubo-Behealthy“, „ბალნეოკურორტმა წყალტუბომ“ წარმოადგინეს.

 


წელსვე გადაწყდა რომ ამ ფედერაციის შემადგენლობაში წყალტუბო, როგორც საქართველოს ბალნეოკურორტი შევიდეს. სტუმრებმა ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრი „Tskaltubo-Behealthy“ და „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ დაათვალიერეს. ასევე ნახეს პრომეთეს მღვიმე.

 


„კლიმაქტოლოგიის და კურორტოლოგიის ფედერაციის კონფერენციის თემა ახალი სამკურნალო რესურსების გამოვლინება და ძველი საშუალებების რაციონალურად გამოყენებაა. პირადად მე წყალტუბოს არა მხოლოდ როგორც ამ დარგის სპეციალისტი, არამედ როგორც პაციენტი ისე ვიცნობ. გარდაუვალია ის, რომ ეს კურორტი ამ ფედერაციის წევრი გახდება. ახლა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება გვჭირდება“ -აღნიშნა კონფერენციის მონაწილემ, პროფესორმა რამაზ სურმანიძემ.

 


ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრი „Tskaltubo-Behealthy“ -ის დამფუძნებელი, ექიმი ნატალია კაკაბაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ სტრატეგიული დაგეგმარების დონეზე მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. ფედერაციის პრეზიდენტმა პროფესორმა უმბერტო სოლიმენემ წყალტუბოში ხელმისაწვდომი სერვისების და მომსახურების მაღალ დონეზე გაამახვილა ყურადღება.

 


„წყალტუბოში მეორედ ვარ. ქალაქი განახლებული, გალამაზებული დამხვდა. სერვისები უფრო მრავალფეროვანია. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის კონფერენციებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს“, განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.
მსოფლიო კურორტოლოგიის და კლიმაქტოლოგიის ფედერაციის წევრები საქართველოში კიდევ რამდენიმე დღე დარჩებიან.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი