არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს: „ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ყველა იმ წერტილში, სადაც ეცდებიან შეურაცხყოფა მოგაყენონ“
02-11-2018, 18:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს არის რეალურად ძალადობრივი კამპანია - თავდასხმები, შეურაცხყოფა, ის, რასაც 2012 წელს რეალურად საზოგადოებამ უარი უთხრა და არც მომავალში აპირებს საქართველო, რომ აირჩიოს შეურაცხყოფის და დაპირისპირების ეს სტილი - განაცხადა „ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

 


თალაკვაძე უღირსს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი საარჩევნო შტაბის კამპანიას, რომელსაც ისინი ქვეყნის მასშტაბით ქართული ოცნების მხარდამჭერების მიმართ ახორციელებენ.

 


„ვხედავთ, რომ მედიით, ასევე სოციალური მედიით არის თავდასხმები და პიროვნული შეურაცხყოფა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და პირველი ტურის შემდეგ მათ აქტიურად დაიწყეს ზუსტად ამ მეთოდების გამოყენება. კიდევ ერთხელ საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ექცევა „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულ აზრს. მათი ცრუ დაპირება, რომ ისინი შეიცვალნენ და თითქოს ღირებულებები შეიცვალეს, რეალურად დღეს ჩანს, რომ არის სიცრუე“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 


უმრავლესობის ლიდერი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს და აცხადებს: „ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ყველა იმ წერტილში, სადაც ეს ადამიანები ეცდებიან შეურაცხყოფა მოგაყენონ, თავისი ძველი ხელწერით გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე და მიიღებთ ძალიან პრინციპულ პასუხებს იმ თავდასხმებზე და იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც თქვენს მიმართ ამ დღეებში გამოავლინეს “.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი