კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა, რომ მან 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნოდ მოსახლეობისადმი გაცემული დაპირებები „უფასო ფულთან“, „უპროცენტო ფულთან“ დაკავშირებით გულწრფელად დაიჯერა, თუმცა იგი დღეავნდელი გადმოსახედიდან წუხს, რომ მას მაშინ „ამდენი ტყუილები“ ალაპარაკეს.
„მე იმდენი ტყუილები მალაპარაკეს მაშინ - უფასო ფული... იმიტომ რომ თვითონ რასაც ამბობდნენ, ვიფიქრე რომ, ყველას გვეგონა, რომ ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] მართლა აპირებს ამის გაკეთებას... იმდენი ტყუილები მალაპარაკეს. მჯეროდა მე, იმიტომ რომ იმ ხალხს ვერ დავაჯერებდი, მე თვითონ თუ არ დავიჯერებდი. მე ხომ აფერისტი არა ვარ არა? მე მართლა დავიჯერე, რომ გამოდიოდა მიტინგებზე, რომ უფასო ფული იქნება, უპროცენტო ფული იქნება, გადავადება, რესტრუქტურიზაცია, მეთქი ავშენდით“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.