თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა დროული იყო
02-11-2018, 20:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა დროული იყო. წულუკიანის თქმით, ამით ხელისუფლებამ ხალხის მოსაზრებაზე მოახდინა რეაგირება.

 

 

„ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს უსმენს. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მრავალჯერ აჩვენა, როდესაც ნებისმიერ საკითხზე არის მწვავე რეაქცია, აქეთ დგას ხელისუფლება, რომელიც ახდენს რეაქციას.

 

 

ადრე გვყავდა ხელისუფლება, რომელიც არ იყო რეაქციის მქონე; რაც უნდა პროტესტი გამოგეთქვა, რეაგირება იყო ნული. ეს არის აბსოლუტურად სხვა სტილის მმართველობა. ხშირად ზოგიერთი ოპონენტი ამას სისუსტედაც გვითვლის და სინამდვილეში, ეს არის დემოკრატიულობა და არა სისუსტე.

 

 

მაღალი იყო პროტესტი. ჩემთვის ეს პროტესტი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ნარკოტიკებთან ბრძოლის წინააღმდეგ საბჭოს უკვე მეშვიდე წელია, ვხელმძღვანელობ. დღეს დროული იყო, რომ კანდიდატთან შეთანხმებით „ქართულმა ოცნებამ“ კულტივაციის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია, ხოლო მეორე კანონპროექტი, რომელიც ეხება საჯარო სივრცეში მარიხუანას მოხმარების შეზღუდვას, მეორე მოსმენით არის მიღებული. ეს იმიტომ, რომ ზოგიერთ ახალგაზრდას არ ეგონოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს სკოლაში, ქუჩაში მარიხუანას თავისუფლად მოხმარებას. ეს რეფორმა და მუშაობა გაგრძელდება“, განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი