ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ხუთ პირს ბრალი წარედგინა
02-11-2018, 22:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ხუთ პირს ბრალი წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

 

უწყების ცნობით, ხუთივე პირს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით.

 

 

„30 ოქტომბერს ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სსკ-ის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით ბრალი წარედგინა 5 პირს: მ. მ.-ს, კ. მ.-ს, ე. მ.-ს, ა. ა.-ს და ა.კ.-ს.

 

 

გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა.

 

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველები ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარეს, გამოიკითხნენ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მოწმეები და ის პირები, რომლებიც გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდნენ. მოწმის სახით ჩატარებული გამოკითხვებიდან დგინდება, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სადგურის თანამშრომლებთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

 

გამოძიება საწყის ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც შემდგომში გადაკვალიფიცირდა და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით გრძელდება“, აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი