გიორგი კაპანაძე: ხელისუფლება და მისი კანდიდატი მეორე ტურს აუცილებლად წააგებს, რადგან ეს ყველაფერი მათემატიკაა და ციფრებს ვერსად წაუვა
02-11-2018, 23:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟურნალისტმა, გიორგი კაპანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ხელისუფლება და მისი კანდიდატი მეორე ტურში არჩევნებს აუცილებლად წააგებს, რადგან ეს ყველაფერი მათემატიკაა, არის ციფრები და ამ ციფრებს ვერსად წაუვა.

 

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ისეთი განცხადებები აქვს გაკეთებული, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ანტისახელმწიფოებრივია.

 

 

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ადამიანის პრორუსულობას ქმედებები განსაზღვრავს და არა პასპორტი. 

 

 

„გაყალბებით, მოსყიდვით, დაშინებითა და ხმების კონტროლით ხელისუფლება მიზანს ვერ მიაღწევს. ეს ამბავი გადაწყვეტილია.

 

 

მან, ფაქტობრივად, ჩვენება ქვეყნის წინააღმდეგ მისცა, როდესაც წიგნი დაწერა და შემდეგ ამ წიგნიდან ციტატები რუსეთმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენა.

 

 

გრიგოლ ვაშაძე ჩვენს ქვეყანაში არაღიარების არქიტექტორია. მან ომის შემდეგ არაღიარების პოლიტიკის განხორციელება დაიწყო და შედეგს მიაღწია. მეორე მხრივ, გვაქვს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და მისი წიგნი, რომლის ციტატებიც ოკუპანტებმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს", განაცხადა კაპანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი