საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
03-11-2018, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.

 

 

როგორც პრეზიდენტის მილოცვაშია აღნიშნული, ეს განსაკუთრებული თარიღია საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის და უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

 

 

„გულითადად ვულოცავ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღესასწაულს – დიპლომატის დღეს. ეს განსაკუთრებული თარიღია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და უშუალოდ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

 

 

დღეს ჩვენი სამშობლო წარმოადგენს მნიშვნელოვანი ფუნქციით აღჭურვილ სახელმწიფოს, რომელსაც ღირსეულ როლს ასრულებს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებსა და განვითარებაში. ამ წინსვლაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ ქართულ დიპლომატიას მიუძღვის. საქართველოს მომავალი კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების დაცულობა დიდწილადაა დამოკიდებული თითოეული დიპლომატის პროფესიონალიზმსა და ყოველდღიურ საქმიანობაზე.

 

 

სწორედ აქტიური საგარეო პოლიტიკით უნდა შეიქმნას საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საერთაშორისო მექანიზმები. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული დიპლომატია კვლავაც იქნება მოწოდების სიმაღლეზე და არაერთ გამარჯვებას მოუტანს ჩვენს სამშობლოს საერთაშორისო ასპარეზზე“, ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი