ენზელ მკოიანის შვილი: ახალქალაქში ადამიანზე თავდასხმაში მდებენ ბრალს, ბრალდებას ნაწილობრივ ვეთანხმები
03-11-2018, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის წევრის ენზელ მკოიანის შვილი კარაპეტ მკოიანი, რომელიც ერთ-ერთია, ვისაც ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალი წარედგინა, ბრალდებას ნაწილობრივ ეთანხმება. 

 

 

„ადამიანზე თავდასხმაში მდებენ ბრალს. ნაწილობრივ ვეთანხმები ამ ბრალდებას, მაგრამ არის რაღაცები, რაშიც არ ვეთანხმები გამოძიებას. სხვა ისეთი ბრალდებებიც წამიყენეს, რაც არ ჩამიდენია. ვაღიარე, რომ ნამდვილად მე გავუსწორდი ფიზიკურად ერთ-ერთ პირს, მაგრამ სხვაზე თავდასხმას, ვისზეც მითხრეს, უარვყოფ. ეს დანაშაული არ ჩამიდენია. გამომძიებლები ამბობდნენ ისეთ ფაქტებს, რასაც ადგილი არ ჰქონია. ცრუ ბრალდებებიც იყო ჩვენ წინააღმდეგ, რაც დადასტურდა კიდეც. დაველოდოთ სასამართლოს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს“, აცხადებს ​კარაპეტ მკოიანი.

 

 

პროკურატურის ცნობით, 30 ოქტომბერს ახალქალაქში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ბრალი ხუთ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარედგინა.

 

 

„გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველები ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს  ჩაატარეს, გამოიკითხნენ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მოწმეები და ის პირები, რომლებიც გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდნენ. მოწმის სახით ჩატარებული გამოკითხვებიდან დგინდება, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სადგურის თანამშრომლებთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“, აცხადებენ პროკურატურაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი