„მათ სკამების დაკარგვის ეშინიათ“ - გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებაზე“ საუბრობს
03-11-2018, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ოცნების" წევრებს ეშინიათ სკამების დაკარგვის. ნაცვლად იმისა, რომ ხალხის პრობლემასა და გაჭირვებაზე ეფიქრათ, ისინი ფიქრობდნენ სასახლეების აშენებაზე, საკუთარი ჯიბის გასქელებაზე, საკუთარი პრობლემის მოგვარებაზე.

 

 

გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა ხელისუფლება აიძულა, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაეწყო.

ვაშაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად მმართველი გუნდი მოსახლეობას ტყუილ დაპირებებს აძლევს.

 

 

„გუშინ გავრცელდა ბატონი ბახტაძისგან, პრემიერისგან, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები 5-ჯერ მეტ დახმარებას მიღებენ. მათ, სამწუხაროდ, ახლა გაიგეს, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს და, თურმე, ყოფილა ბიუჯეტში შესაძლებლობა, რომ მათ მეტი დახმარება მივცეთ. ბატონი სერგეენკო ამბობს, რომ სოციალურად დაუცველებს, მუშაობის დაწყების შემთხვევაში, დახმარება არ შეუწყდებათ. წლებია, ამას ჯანდაცვის სამინისტროსგან ვითხოვთ. ახლა, თურმე, აღმოჩნდა ბიუჯეტში თანხები, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. ბატონი აკაკი ზოიძე,რომელიც ამბობს, რომ შშმ პირებს სახელწმიფოს დახმარების პროგრამა 20149 წლიდან გაეზრდება, თურმე, ყოფილა ამის შესაძლებლობა ბიუჯეტში. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში შეიტანა, არცერთი ინიციატივა არ არის გათვალისწინებული", განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი