გრიგოლ ვაშაძე: პატრიარქთან შეხვედრაზე ვისაუბრებთ, რომ მეორე ტური დემოკრატიულ გარემოში, შეურაცხყოფისა და დაპირისპირებების გარეშე უნდა ჩატარდეს
03-11-2018, 16:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპზოციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შეხვდა.

 

 

საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ვაშაძემ განაცხადა, რომ პატრიარქის თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია არასოდეს აღარ უნდა იყოს განდევნის ობიექტი, დატერორებისა და დევნის საგანი და როგორც ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ჩვენს მოკავშირე ქვეყანაში, უნდა გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, რომელიც აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს ხელისუფლებას.

 

 

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, დაპირისპირებისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩატარდეს.

 

 

მისი თქმით, მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებმა საქართველოში ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ პატრიარქს საკუთარი გეგმა გააცნეს.

 

 

ვაშაძის თქმით, პატრიარქთან შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე ისაუბრეს.

 

 

„უწმინდესმა მიგვიღო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთვის მისი ყველი სიტყვა მნიშვნელოვანი არის. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა. რაც შეეხება იმ ბოდვით „კანონპროექტს“, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას ჰონდა, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციადგადაქცევას ითვალისწინებდა და ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ნარკორეალიზატორად გადააქცევდა, ეს ბრძოლა გასაგრძელებელია. ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, რადგან არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც 500%-იან მოგებაზე, როგორც თვითონ ამბობს, უარს იტყვის.

 

 

ვისაუბრებთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდ, ცივილიზებულ დემოკრატიულ გარემოში, სადაც არ ექნება ადგილი, არც სიტყვიერ შეურაცხყოფებს, არც ფიზიკურ დაპირისპირებებსა და არც ისეთ ამაზრზენ ინციდენტებს, რომელიც კასპში, მარნეულში და ახალქალაქში მოხდა. ინციდენტი ახლა ვაზისუბანში მოხდა.

 

 

უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ საქართველოში დაინგრეს მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. დეტალურად ვუამბეთ ამ გეგმებზე.

 

 

ჩვენი ინიციატივით იყო ეს შეხვედრა და უღრმესი მადლობა უწმინდესს, რომ ვთხოვეთ შეხვედრა გუშინ საღამოს და მიუხედავად თავისი გრაფიკისა, დრო გამონახა“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი