ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქედაში კარიერის აფეთქების შედეგად ექვსი წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით დაკავებულ თურქეთის სამ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მტკიცებულებათა განადგურების საფრთხის შესახებ ბრალდების მხარის მოსაზრება გაიზიარა, ხოლო გირაოს შეფარდებაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარე და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
„არ მაქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას, მაგრამ გავასაჩივრებთ. არ იყო საჭირო პატიმრობა, ასეთი მკაცრი სასჯელი, როცა ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის ცნობილი, რამე ბრალეულობაზე რომ იმსჯელო“, განაცხადა ადვოკატმა, ვაჟა ხახუტაიშვილმა.
პროკურატურა საქმეზე სხვა პირების დაკავებასაც არ გამორიცხავს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 25 დეკემბერს ჩაინიშნა.
შემთხვევა სოფელ დოლოგანში 31 ოქტომბერს მოხდა. კარიერის აფეთქების შედეგად, 6 წლის ბავშვს ქვის ნატეხი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია, რომ კომპანიას, რომელიც კარიერზე სამუშაოს აწარმოებდა, აფეთქების ნებართვა არ ჰქონდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.