ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ი.მ. ზურაბ კახიძე და შპს "პილარ დეველოპმენტის" დირექტორი რომან გაბისიანი.
გამოძიების ინფორმაციით, 2013 წლის პერიოდში, საბურთალოს, ვაკისა და ჩუღურეთის გამგეობის დაფინანსებით, განხორციელდა საცხოვრებელი კორპუსების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები. კორპუსების რეკონსტრუქციის პროცესში ბრალდებულებმა შესრულებული სამუშაოების აქტებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდეს სამუშაოთა მოცულობა და მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 113 000 ლარს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.