„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომ რჩება განცდა, რომ საზოგადოებას ოცნების ხელისუფლებისთვის უნდოდა ეჩვენებინა ყვითელი ბარათი, მაგრამ ხშირად მსაჯს ეშლება ხოლმე და წითელი ამოაქვს ხოლმე. ხალხს ყვითელი უნდოდა, მაგრამ შემთხვევით წითელი ამოიღო.
უსუფაშვილის აზრით ამჟამინდელი ორივე კანდიდატი თანამდებობისთვის შეუფერებელია, რადგან ვერც ერთი გვეუბნება იმას, რა გზით წარიმართება საქართველოს ბედი ან რატომ უნდა ავირჩიოთ ისინი.
უსუფაშვილმა ყოფილი თანაგუნდელის ქმედებაც შეაფასა.
„მე არ მგონია, რომ დავით ბერძნიშვილმა ეს გადაწყვტილება ემოციურად მიიღო ეს კარგად გაანალიზა. არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც ხელისუფელბა ადგილს არ ტოვებს არავისთვის და ირონიულად ამბობდენენ არ გვყავს კონკურენტებიო, ადამიანები შემდგომ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ“, განაცხადა უსუფაშვილმა ბერძენიშვილების მხრიდან გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე.
„აღარ მინდა ძველი ქაღალდები და განცხადებები. ამ კრიტიკულ ვითარებაში, ერთი წუთით გაჩერდით. გაიხსენეთ რომ ქვეყნის ხელისუფლება ხართ. შედეგის ნებისმიერ შემთხვევაში, ვალდებული ხართ თქვენი კანდიდატის გამარჯვების და დამარცხების შემთხვევაშიც ხალხს შესთავაზოთ გამოსავალი.
განაცხადეთ - საპარლამენეტო საკონსტიტუციო უმრავლესობაზე დღესვე ვამბობ უარს, პროპორციულ სისტემაზე გადავდივარ და ვნიშნავ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს“, ურჩევს დავით უსუფაშვილი „ქართულ ოცნებას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.