დაუშვებელია, თუნდაც ერთი სახელისუფლებო ბერკეტი ჩავუგდოთ ხელში ისეთ დესტრუქციულ ძალას, როგორიც „ნაცმოძრაობაა”, აცხადებს გიორგი ზერეკიძე, რომელიც ვერის ბაღში „ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.
„დღეს დგას რეალობა, როდესაც შეიძლება ქვეყანაში ისეთი მოძალადე ხელისუფლება დაბრუნდეს, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა”, პირადად მე საკუთარ თავზე ვიწვნიე ეს ძალადობა, როდესაც უსამართლოდ და ძალმომრეობით ჩემს საქმეში გააყალბეს ყველა მტკიცებულება, აბსურდული ბრალდებები წამიყენეს. საზოგადოებას კარგად გვახსოვს, რა ძალადობრივი მეთოდებით მართავდა ქვეყანას ყოფილი ხელისუფლება. დღეს ნამდვილად არ შეიძლება, რომ თუნდაც ერთი სახელისუფლებო ბერკეტი ჩავუგდოთ ხელში ასეთ დესტრუქციულ ძალას. სწორედ ამიტომ ყველა რესურსს, პლატფორმას გამოვიყენებთ, რომ მათი მობრუნება არ დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში”, აღნიშნა გიორგი ზერეკიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.