ხონის მუნიციპალიტეტის ქუტირის ადმინისტრაციულ ერთეულში „ქუტირლობა“ აღინიშნა. ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, დილიდან ქუტირის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ტაძრის წინამძღვარმა აღავლინა, მრევლი და სოფელი დალოცა და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.
ლიტანიობის შემდეგ, ღონისძიება სოფლის ცენტრში გაგრძელდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ბაღისა და სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები დაეთვალიერებინათ და ადგილობრივი ნაწარმი დაეგემოვნებინათ. ქუტირლობას მიეძღვნა კონცერტიც, ადგილობრივების მონაწილეობით. ღონისძიების ბოლოს გაიმართა სპორტული შეჯიბრი ჭიდაობაში. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„ვულოცავ სოფელს ამ დღესასწაულს. მართლაც რომ კარგი ტრადიციაა. ჩემის მხრივ, ხელს შეგიწყობთ, რომ მომავალ წლებში კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყოს. მადლობა მამა ზურაბს ტრადიციის აღდგენისთვის და თქვენ ყველას ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაში ჩართვისთვის“ გფარავდეთ წმინდა გიორგის მადლი", განაცხადა ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემ.
„ქუტირლობა” ყოველი წლის ნოემბრის თვის პირველ კვირა დღეს აღინიშნება.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.