10 ნოემბრამდე უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი ბახტაძე და პრემიერის თანამდებობა დაიკავოს თავად ბიძინა ივანიშვილმა - 20 ნოემბრამდე უნდა გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე, აგრეთვე, თალაკვაძე და მდინარაძე - მოსაზრება
05-11-2018, 10:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" ლიდერები აპირებენ, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს "ისევ დაუწერონ" 52%, პირველ ტურში მათ მიერ შეკვეთილი ეგზიტპოლის მსგავსად!..

 


რა გამოდის, რომ ისინი აპირებენ გაყალბებული 600 000 ხმით გადაფარონ ოპოზიციის 800 000-ს პლიუს, კიდევ 150 000 მათ წინააღმდეგ მიმართული ხმა და დაახლოებით 150 000 ხმა, რომლებმაც ამ ხმების რაოდენობის პროპორციის მიხედვით არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, რომლებიც დიდი ალბათობით "ქ/ოცნებას" ხმას არ მისცემენ... ასე რომ, ერთ მილიონზე მეტი ადამიანი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგია!..

 

 

მაშ ასე, ქოცებისთვის უმძიმესი სურათი მივიღეთ...

 

 

დიახ, "ქ/ოცნებამ" ქვეყნის ყველა დიდი ქალაქი წააგო, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში (ვივარაუდოთ), სწორედ დიდ ქალაქებში ორგანიზდება საპროტესტო ტალღა და არა ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებსა და რაიონებში! ამიტომ, არჩევნების გაყალბება უნდა გამოირიცხოს, რადგანაც საპასუხოდ პროტესტი დაიწყება არა მარტო დედაქალაქში, არამედ კიდევ 7-8 ქალაქში, რასთანაც გამკლავებას ხელისუფლება უბრალოდ ვერ შეძლებს, ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობა მის წინააღმდეგ გამოვა, ხოლო რამდენიმე ასეული ათასი (დაახლოებით 600 000) გაყალბებული ხმის უკან რეალურად, მაქსიმუმ 60 ათასამდე ხელისუფლების მხარდამჭერი ადამიანი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანუ გაყალბებულ "ქაღალდზე ხმები დაფიქსირდება", მაგრამ რეალურად, ამ ხმების "მიმცემი ადამიანები არ იარსებებენ"!..

 


მოკლედ, სალომესთვის 52%-ის დაწერის შემთხვევში, ხელისუფლება მიიღებს უმწვავეს პროტესტს თბილისში და ყველა დიდ ქალაქში, რისი ნეიტრალიზების ადამიანური (მომხრეები) რესურსი ხელისუფლებას ფიზიკურად აღარ აქვს, ხოლო ძალისმიერი სტრუქტურების გამოყენება პროტესტანტების წინააღმდეგ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ხელისუფლების კატასტროფით დასრულდება!.. მოვლენების ასეთი განვითარება, საბოლოოდ დასცემს ხელისუფლების რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე. დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები დაგმობენ ამგვარ ქმედებას და მოუწოდებენ იმიჯდაკარგულ ხელისუფლებას, ხელისუფლებიდან წასვლისაკენ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გზით, რაც იმის მომასწავებელი გახდება, რომ ქვეყნის შიგნითაც რეპუტაცია შელახულმა "ქართული ოცნებამ", საარჩევნო ბარიერიც კი ვერ გადალახოს - ახლადარჩეულ პარლამენტში გასასვლელად!..

 

 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ არც კი უნდა იფიქროს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გაყალბება! შექმნილ მდგომარეობაში, რაც "ქართული ოცნების" ლიდერების და პირადად ბიძინა ივანიშვილის 6 წლიანი არაფორმალური მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომების შედეგია, არსებობს ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ნაცების საპრეზიდენტო კანდიდატი დამარცხდეს სამართლიან არჩევნებში და თავიდან იქნას აცილებული მოძალადე ნაცების "დაბრუნება", - ავლაბრის სასახლეში!

 


ამიტომ:

 

1) 10 ნოემბრამდე უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი ბახტაძე და პრემიერის თანამდებობა დაიკავოს თავად ბიძინა ივანიშვილმა, აიღოს სრული პასუხისმგებლობა და ამით წერტილი დაუსვას "ჩრდილოვან მმართველობას"!

 


2) 20 ნოემბრამდე უნდა გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე და მთელი ქოც-სპიკერატი, აგრეთვე, უმრავლესობის ლიდერი თალაკვაძე და ქოც-ფრაქციის თავმჯდომარე მდინარაძე!

 


3) აუცილებლად დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ოქტომბერში, რადგანაც რეალურად "ქ/ოცნებამ" გაერთიანებულ ნაცებთან (ვაშაძე-ბაქრაძე+ჯაფარიძე, 50%-ზე მეტი ხმა) ჯამურად წააგო 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური! ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კი, უნდა ჩატარდეს, - ახალი საარჩევნო კანონის (კოდექსი) საფუძველზე!

 


P.S. მხოლოდ ამ სამი პირობის შესრულების შემთხვევაში, ხელისუფლებაზე განაწყენებული ხალხის დიდ რაოდენობას "გული მოუბრუნდება" და ბიძინა ივანიშვილს და მისი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს ხმას, რაც გარანტირებულ გამარჯვებას მოუტანს სალომე ზურაბიშვილს და "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,


პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 2
#2   ჯუმბერ ქირია
      
ეს გამორიცხულია, სეხნი. ეს კაცი 6 წელიწადი ქმნიდა ამ ბრიგადას და შენ, 20 დღეში გინდა დაანგრიოს და ახალი ააწყოს... :D
7 ნოემბერი 2018 13:59
#1  ნინა
      
რატომ ფიქრობთ რომ იქნება "დაწერა", ნუთუ ისეთი უვიცია ქართველი ხალხი, რომ სისხლიანი რეჟიმი დააბრუნოს? თუ თადარიგს იჭერთ არეულობისათვის.
7 ნოემბერი 2018 03:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი