გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რუსეთთან მის კავშირებზე პოლიტიკური ოპონენტების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.
ვაშაძე ოპონენტებს ახსენებს, რომ მან არაერთხელ დაუნგრია რუსეთის ფედერაციას მიზნები, ფედერაციასთან კავშირის შემთხვევაში კი, რუსეთი მას აუცილებლად მოსპობდა.
„მე მართლა რომ მქონოდა რაიმე კავშირი რუსეთის შესაბამის სამსახურებთან, ან საბჭოთა კაშირის, რამდენად კრეტინი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ მიხვდეს, მე რომ რაღაც ერთ ფაქტი მქონოდა წარსულში, მე რუსეთის ფედერაცია მომსპობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ზუსტად ერთ წელიწადში. ზუსტად ერთ წელიწადში დავანგრიე ის, რა ამოცანაც მათთვის იყო დასახული. 80-82-მდე აყვანა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებების. თქვენ გგონიათ, ასე ადვილად პატიობს რუსეთის ფედერაცია თავისი მიზნების დანგრევას?!" განაცხადა „პოსტსკრიპტუმთან" საუბრისას გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.