ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით, მმართველი პოლიტიკური პარტიის არც ერთ სიტყვას მოქალაქეებისთვის ფასი აღარ აქვს.
„თქვენ მილიონმა ადამიანმა გამოგიცხადათ სრული უნდობლობა. ის, რაც მოვისმინეთ, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი დაპირებები, რომელ სიტყვასაც უკვე ფასი აღარ აქვს საქართველოს არც ერთი მოქალაქისთვის.
რაც ყველაზე მთავარია შეეშვით ხალხის დაშინებას. არანაირი დაპირისპირება, არანაირი ანგარიშსწორება არ იქნება ქვეყანაში. ჩვენ ვართ გარანტი იმის, რომ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე, მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების ცვლილება.
ყველა თქვენს ძალადობრივ ფაქტზე, რასაც თქვენ ახორციელებთ ამ დღეების მანძილზე, ჩვენ მშვიდობით გპასუხობთ.
ეს სიტყვა რასაც თქვენ ამბობთ, რა კავშირშია ახალქალაქში თქვენს მიერ მოწყობილ მართლა თავ-პირის მტვრევასთან, რაც ჩვენს აქტივისტებს მოუწყვეთ.
ჩვენ მშვიდად და წყანარად დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს და სრულიად ახალი განვითარების ეტაპს", განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.