ჩვენ დღეს ვიხილეთ გაბანკროტებული და სასოწარკვეთილი ლიდერის გამოსვლა - ადამიანის, რომლის არათუ ჭარბი ნდობა, არამედ ნულოვანი ნდობა გააჩნია ჩვენს მოსახლეობას, ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას.
უგულავას თქმით, ივანიშვილი ხალხის მოსყიდვას ხალხის ფულითვე გეგმავს.
„მან განაცხადა, რომ არ ისაუბრებდა 9 წელზე, მაგრამ სინამდვილეში, საუბრობდა მხოლოდ 9 წელზე და წარსულზე. მათ განაცხადეს, რომ გაიგეს ხალხის წუხილი მაგრამ სინამდვილეში კვლავ ამჯერად უკვე ხალხის ფულით აპირებს ხალხის მოსყიდვას.
ხალხის მოთხოვნა არის სარალიძის მკვლელებისა და იმ მაღალჩინოსნების დასჯა, რომლებმაც მკვლელებს ხელი დააფარეს. ხალხის მოთხოვნა არის გათავხედებული ჩინოვნიკების ალაგმვა, რომლებიც ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან.
ხალხის მოთხოვნა არის არაფორმალური წარმონაქმნებისა და ისეთი ბიზნესუბიექტების ალაგმვა, როგორიც არის ფარცხალაძე და არამარტო ის. აი, ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად უტიფარი განცხადება, რომ თურმე მთავარი შეცდომა ქართლი ოცნების ყოფილა ის, რომ მათ კოჰაბიტაცია დაუშვეს ოპონენტებთან", განაცხადა უგულავამ და ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ძალადობის გარეშე ჩაატაროს და მიღებულ შედეგებს შეეგუოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.