ირაკლი კობახიძემ რომან გოცირიძეს მიმართა: 400-ლარიანი პენსია არის ისეთივე ტყუილი, როგორც ბევრი სხვა რამ - ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში
05-11-2018, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში, უკვე ორი თვეა, გვესმის თქვენი ტყუილზე აგებული კამპანია“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.

 


ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენელს, საარჩევნო დაპირებების შესახებ კითხვით მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა, როდის გახდება პენსია 400 ლარი.

 


„ბატონო რომან, მადლობა აღიარებისთვის. 400 ლარიანი პენსია არის ტყუილი, რაც ყველამ ვიცით. ეს იცის პოზიციამ და ოპოზიციამ და დღეს ეს აღიარა რომან გოცირიძემ, რომ 400 ლარიანი პენსია არის ისეთივე ტყუილი, როგორც ბევრი სხვა რამ. ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში, თვეებია. უკვე ორი თვეა, გვესმის თქვენი ტყუილზე აგებული კამპანია. რა იკადრეთ, წარმოიდგინეთ, რომ კანდიდატს დააბრალეთ, რომ თითქოს მან მეგრელებზე თქვა, რომ არის მოღალატე ხალხი თავისი ბუნებით, კახელებზე თქვა თურმე, რომ შაჰ-აბასის სისხლი ურევიათ და ამიტომ ვერ იტანს - ამაზეა აგებული თქვენი კამპანია. ამაზე შორს თქვენ ვერ წახვედით და ვერც წახვალთ და 400 ლარიანი პენსიაც ამის გაგრძელებაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, ამ მასშტაბის ტყუილი ადამიანის აზროვნებაზე ძალადობაა.

 

 

„ტყუილის გარეშე თქვენ არსებობა არ შეგიძლიათ. ესეც არის ძალადობის გამოვლინება. ეს ტყუილი, ამ მასშტაბით, არის ძალადობა ადამიანის აზროვნებაზე. ესეც არის თქვენი ძალადობრივი ბუნების გამოვლინება. ასეთი ტყუილებით თქვენ შორს ვერ წახვალთ. არც რუსი შკლიაროვი, არც რუსული რბილი ძალა ამაში, ბუნებრივია, არ გიშველით“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი