საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი, როგორც ვაზიანის, ისე კრწანისის ეროვნულ ცენტრს მოიცავს. წინასწარი ინფორმაციით, ცენტრის გახსნა, სავარაუდოდ საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში მოხდება, რომელიც ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 -ის დახურვის ცერემონიალზე ჩამოდის.
"სასწავლო ცენტრის მდებარეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ლოკაცია, ერთი შენობა. ეს იქნება სასწავლო ცენტრი, რომელიც შეიცავს რამდენიმე სიმულაციურ და სასწავლო-ტაქტიკურ რაიონებს, რომლებშიც მოხვდება როგორც კრწანისის ეროვნული ცენტრი, ასევე ვაზიანის ტაქტიკური ველი და სასროლეთი", - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.